დღეს გვსურს გაგიზიაროთ ჩვენი გამოცდილება, თუ როგორ გამოვიყენეთ ხელოვნური ინტელექტი სოლას ყუთის დიზაინის შექმნის პროცესში. ეს მეთოდი შეგიძლიათ ნებისმიერი სასურველი ვიზუალის შექმნაში გამოიყენოთ - ლოგო, ყუთის დიზაინი, ვებ-გვერდის სურათები, სოციალური ქსელის ფოსტები და ბევრი სხვა.
რა არის სოლა?
სოლა არის ქართული სათვალეების ბრენდი, რომელიც 2024 წელს შეიქმნა და მომხარებლებს კომპიუტერის და მზის სათვალეებს სთავაზობს. ჩვენი მიზანია ქართველ მომხმარებლებს მაღალი ხარისხის პროდუქტი შევთავაზოთ, რომელთა შეძენაც ონლაინ ისეთივე კომფორტული იქნება, როგორც ფიზიკურ მაღაზიაში. სოლას სათვალეები არამხოლოდ ვიზუალურად ესთეტიურია, არამედ სასარგებლოც, რადგან იცავს მავნე გამოსხივებისგან, რაც თავის მხრივ აუმჯობესებს ძილს და ამცირებს თვალის დაღლილობას.
თბილისში დაბადებული იდეა
თბილისში დაბადებული იდეა გვინდოდა რომ ვიზუალურადაც თბილისთან ყოფილიყო ასოცირებული, ამიტომაც ყუთის დიზაინზე მუშაობის საწყის ეტაპზე ავიყავნეთ გრაფიკული დიზაინერი. დიზაინერის დავალება იყო რომ თბილისის სურათებით და ფერებით ინსპირირებული სათვალის ყუთი შეექმნა.
თავადაც კარგად იცით თუ რა ძნელია საკუთარ თავში არსებული ვიზუალის სიტყვებით ახსნა დიზაინერისთვის, შესაბამისად მისი შექმნილი ვარიანტები შორს იყო იმისგან თუ რა გვინდოდა ჩვენ. გადავწყვიტეთ ჩვენით შეგვექმნა საწყისი ვიზუალები, რომელსაც საბოლოო სახეს დიზაინერი მისცემდა.
ჩვენ არ ვართ გრაფიკული დიზაინერები, ამიტომაც ერთადერთი საშუალება რომ ჩვენ წარსმოხვაში არსებული ვიზუალები გაგვეცოცხლებინა იყო გენერაციული ხელოვნური ინტელექტის გამოყენება.
გენერაციული ხელოვნური ინტელექტი არის უნიკალური ტექნოლოგიური მიღწევა, რომელსაც, სავარაუდოდ, ისეთივე გავლენა ექნება ჩვენს განვითარებაზე, როგორიც ინტერნეტის გამოგონებას ჰქონდა. თუმცა, ეს ტექნოლოგია ჯერ კიდევ საწყის ეტაპზეა და გრძელი გზა აქვს გასავლელი, სანამ სრულყოფილად გამოყენებადი გახდება ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში. ამჟამად, ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული გამოყენება არის ბრენდის ვიზუალების შექმნა, რომლებიც შემდეგ შესაძლებელია გამოყენებულ იქნას შეფუთვაში, ლოგოში, სოციალური ქსელების ფოტოებსა და სხვა მრავალ ვიზუალურ ელემენტში.
როგორ მივიდეთ ტექსტიდან სურათამდე?
ტექნიკურ მახასიათებლებში არ შევალთ თუ როგორ მუშაობ ეს პროცესი, თუმცა იდეურად მარტივი გასაგებია. თქვენ წერთ ტექსტუალურ ბრძანებას, პროგრამა კი გიბრუნებთ პასუხად შესაბამის ვიზუალს. თუმცა, ეს მისი მხოლოდ ზედაპირული განმარტებაა, რადგან ასობით სხვადასხვა პარამეტრის გამოყენება შეგიძლიათ ამ ტექნოლოგიის იმისთვის რომ ზუსტად იმ შედეგამდე მიხვიდეთ რომელიც თქვენ გინდათ.
იმისათვის რომ ტექსტიდან ის ვიზუალი მიიღოთ რომელიც თქვენ გსურთ ცოტა წვალება მოგიწევთ, ბევრი სხვადასხვა ვარიანტის ცდა და ექსპერიმენტები, თუმცა თუ საკმარისად ცდით, აუცილებლად მიხვალთ სასურველ შედეგამდე.
შევეცდებით პროცესი რომელიც ჩვენ გავიაროთ, უფრო განვაზოგადოთ რომ ნებისმიერი თქვენგანისთვისაც ადვილად გამოსაყენებადი გახდეს:
პირველ რიგში დაგჭირდებათ რომ აარჩიოთ 'სოფთი' რომელსაც გამოიყენებთ ტექსტიდან ვიზუალების მიღებაში. ამისთვის უამრავი პროდუქტი არსებობს, თუმცა ყველა გავრცელებული არის Midjourney (უფასო გენერაციებს არ სთავაზობს ამ ეტაპზე, ისე კი, 10$ ღირს). თუ უფასო ვარიანტი გსურთ, შეგიძლიათ გამოიყენოთ Dall-e, ან ქართველების მიერ შექმნილი პროდუქტი გამოიყენოთ - Distillery.
'ფრომთის' წერა
მიუხედავად იმისა თუ რომელ სოფთზე შეაჩერებთ თქვენს არჩევანს, მოგიწევთ ტექსტუალური ბრძანების, ე.წ. ფრომთის (prompt) შექმნა. ეს არის აღწერილიბითი წინადადება რომლითაც ხელოვნურ ინტელექტს აუსხნით თუ რისი შექმნა გსურთ. Რაც უფრო მეტი კონკრეტიკა იქნება თქვენს აღწერაში მით უფრო კარგი შედეგი გამოვა. გასათვალისწინებელია რომ ფრომთის წერას თავისი სპეციფიკა აქვს, რისი ახსნაც შორს წაგვიყვანს, ამიტომ როგორც თითქმის უკვე ნებისმიერ სხვა საკითხზე, რჩევა იქნება რომ ChatGPT-ს თხოვოთ ამ ‘ფრომთის' დაწერა (მაგ: create a prompt for text-to-image generator that depicts city of Tbilisi landscape in various colors)
'ჯპტ' ამ შემთხვევაში დაგვიწერს ტექსტს რომელიც შეგვიძლია პირდაპირ გადავაკოპიროთ შერჩეულ სოფთში და ვნახოთ რა ვიზუალს მივიღებთ. ძირითადად, საწყისი შედეგი არ იქნება ხარისხიანი, რადგან ტექსტუალური ბრძანება ზედმეტად ზოგადი გამოდის და არ არის მორგებული თქვენს მოთხოვნებზე. გაუმჯობესებისთვის, გვიწევს რომ მოცემული 'ფრომთი' ნელ-ნელა გავაუმჯებესოთ სიტყვების დამატებით, სხვადასხვა ფერის და სტილი ხსენებით, ან თუნდაც მისი სრული ცვლილებითაც. თუ ფრომფთინგზე მეტი დეტალი გაინტერესებთ, ეწვიეთ ამ ბმულს.
საბოლოო შედეგი
იმისთვის რომ საბოლოო ვიზუალამდე მივსულიყავით 100-ზე მეტი ცდა დაგვჭირდა. გზად ვაუმჯობესებდით ფრომთს, ვცდიდით სხვადასხვა სიტყვებს და სტილს. მხოლოდ სიტყვიერი ბრძანება საკმარისი არც აღმოჩნდა, ამიტომაც სოფთს რეფერენსად სურათიც მივეცით რომ უკეთ მიხვედრილიყო თუ რისი მიღება გვსურდა.
მიღებული ასეულობით სურათიდან ამოვარჩით ერთ-ერთი რომელიც ყველაზე მეტად მოგვწონდა და გადავეცით გრაფიკულ დიზაინერს რომელმაც საბოლოო სახე მისცა. მუშა ვერსიის მიღება მხოლოდ ხელოვნური ინტელექტით ამ ეტაპზე თითქმის შეუძლებელია, და პროფესიონალის გამოყენება მაინც დაგჭირდებათ, თუმცა გაცილებით ნაკლები ჩართულობით.
თუ თქვენც გადაწყვეტთ რომ ხელოვნური ინტელექტით ვიზუალი შექმნათ, შექმნის პროცესში გაუფრთხილდით კომპიუტერის მავნე გამოსხივებას და გამოიყენეთ სათვალე რომელიც ლურჯი გამოსხივების სხივებს დაბლოკავს. დაათვალიერეთ კომპიუტერის სათვალის კოლექცია აქ.