რატომ შევქმენით სოლა?
სოლას შექმნით გვსურს გავამარტივოთ და გავაუმჯობესოთ სათვალის ყიდვის გამოცდილება. ჩვენ არ ვართ მხოლოდ დამფუძნებლები; ჩვენ სოლას მომხმარებლები ვართ, რომელთაც გვამოძრავებს სათვალის ტარების უპირატესობების ცნობადობის ამაღლება. ჩვენ მიერ შემოთავაზებული ყველა სათვალე ადასტურებს ჩვენს რწმენას, რომ ხარისხიანი სათვალე უნდა იყოს ხელმისაწვდომი და შთამაგონებელი.
ჩვენი სათვალეები ბლოკავენ მავნე ულტრაიისფერ სხივებს და აძლიერებენ მხედველობის საერთო კომფორტს, ხოლო ჩვენი ლურჯი სინათლის ფილტრაცია ციფრულ ეპოქაში აუცილებელი ფარია, რომელიც ამცირებს ეკრანისგან გამოწვეულ თვალის დაღლას და აუმჯობესებს ძილის ხარისხს. სოლას ონლაინ ყიდვის გამოცდილება ახალი სიტყვაა ქართულ ბაზარზე. ჩვენ მას მუდმივად ვხვეწავთ და ვაუმჯობესებთ.
სოლას მისია
სათვალეების ელექტრონული კომერციის გაუმჯობესება
ქართული სათვალეების ბრენდის შექმნა
95%+ მომხარებელთა კმაყოფილება
მუდმივი სიახლეების დანერგვა